მასწავლებლის ბლოგი
სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება: „დავუბრუნოთ ბავშვები წიგნებს!“
პროექტის მთავრი თემა: მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ეპოქაში, როდესაც
არსებობს თავისუფალი დროის გატარებისა და ინფორმაციის მოპოვების უამრავი საშუალება:
ტელევიზია,კომპიუტერი და ინტერნეტი, ახალგაზრდა თაობა თანდათან ჩამოშორდა წიგნს.
პროექტის აქტუალობა: ახალგაზრდა თაობის წიგნთან დაშორება არაა მხოლოდ ქართული
პრობლემა. ვფიქრობ, წიგნთან გაუცხოება მსოფლიო“დაავადებაა“, რომელსაც დროული „მკურნალობით“
ეშველება.
პროექტის მიზნები: ახალგაზრდა
თაობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული წიგნის გამოვლენა.
მოსწავლეებში გააზრებული
კითხვის უნარ– ჩვევების გამომუშავება.
თანამედროვე ქართული
საზოგადოების კითხვისადმი დამოკიდებულების გარკვევა.
მონაწილეთა ასაკი:14–17წელი
ვადები: 20 დღე
მოსალოდნელი შედეგები:
პრობლემის გამოკვეთა და დანახვა, სავარაუდოდ, ჩააფიქრებს პროექტის მონაწილეებს კითხვის
აუცილებლობაზე. უფრო მეტი მოსწავლე მიაკითხავს საოჯახო თუ სასკოლო ბიბლიოთეკებს. ეს
თითოეულს დაეხმარება ახალი ცოდნის შეძენაში და უკვე არსებულის გაღრმავებაში. მოსწავლეები
დარწმუნდებიან, რომ მხოლოდ წიგნთან მეგობრობით შეძლებენ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას. ამ
პროექტის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი იქნება წიგნიერება– განათლებული, მომზადებული,
წიგნიერი ახალგაზრდობა.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: საოჯახო და სასკოლო ბიბლიოთეკები, კალმები, წიგნაკები. ადამიანური
რესურსი: მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი, საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და სხვადასხვა
ასაკის ადამიანები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. პროექტის მუშა
ჯგუფის დაკომპლექტება. ჯგუფის წევრებთან პროექტის მიზნებისა და ამოცანების განხილვა–დამცკიცება.
დავალებების განაწილება.
2. ჯგუფის წევრთა
მიერ მოძიებული მასალების (ანკეტური გამოკითხვები, ინტერვიუები) დახარისხება რესპოდენტთა
ასაკის, სოციალური მდგომარეობისა და განათლების ცენზის მიხედვით. საკითხის შესწავლა.
4. წიგნის დღის დაწესება.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
1. მოსწავლე ადარებს
სხვადასხვა ეპოქის კულტურული კონტექსტის და პრობლემების ამსახველ ტექსტებს და მსჯელობს
მათს მსგავსება განსხვავებაზე, განიხილავს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას იმ პერიოდის
კონტექსტში, რომელშიც შექმნილია იგი.
3. მხატვრული ტექსტიდან
ამოარჩევს დეტალებს,რომლებშიც მისი აზრით, ყველაზე უკეთ აისახება კონკრეტული ეპოქა,
კულტურული კონტექსტი.
4. აანალიზებს და
იკვლევს მსგავს ან ერთნაირ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში.
5. სხვადასხვა ეპოქის
ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზის საფუძველზე ადარებს ერთმანეთს ტრადიციულ და თანამედროვე
ფასეულობებს;
6. მსჯელობს იმ ფაქტორების
შესახებს, რომლებიც სხვადასხვა ნაწარმოებში ასახულ შეხედულებებსა და ფასეულობებს შორის
არსებულ განსხვავებას განაპირობებს ;
7. ახასიათებს ნაწარმოებში
აღწერილ ადგილს, დროს, კულტურულ–სოციალურ გარემოს;
8. მსჯელობს ავტორის/
პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ
კონფლიქტთან მიმართებაში;
9. განსხვავებული
კულტურის, ქვეყნისა და ეპოქის ნაწარმოებში ასახული მოვლენის უკეთ გასააზრებლად მოიძიებს
შესაბამის ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან (ენციკლოპედია, ინტერნეტი, ისტორიული
წყაროები, პრესა და სხვა)
პროექტის ხელმძღვანელი: ლეილა
ნიკოლაიშვილი
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: leilanikolaishvili@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)